ახალი ამბები
ქუთაისის მერი ავტოპარკზე - მემკვიდრეობად გვერგო 80-დე ხლამი
FaceBook
"რადგან ამას ასეთი ცუდი ინტეპრეტირება მიეცა, თავს ვიკავებ ავტოპარკის განახლებაზე"

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ქუთაისის მერიის მიერ ავტომანქანების შეძენის შესახებ ქალაქის მერიაში საპასუხო კომენტარს აკეთებენ. ქალაქის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, მათ ნაციონალებისგან მემკვიდრეობად "ხლამი" ერგოთ.
"მემკვიდრეობად გვერგო 80-მდე ხლამი, ძვირად შესანახი ვტომობილი. წლის დასაწყისში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მანქანები ჩანაცვლებულიყო დაბალფასიანი და შენახვის მქონე კლასის ავტომობილებით, რაც წელიწადში 150 ათასი ლარის ეკონომიას მოგცემდა. რადგან ამას ასეთი ცუდი ინტეპრეტირება მიეცა, თავს ვიკავებ ავტოპარკის განახლებაზე," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
მისივე თქმით, მისმა ოპონენტებმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს ან არაკომპეტენტურები არიან, რადგან ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი არ ყოფილა გამოცხადებული. მურღულია ირწმუნება, რომ 42 ავტომობილის გაყიდვით 11 ახალ, დაბალი შენახვის მქონე ავტომაქანას შეიძენდა.
"ეს იქნებოდა არა განახლება, არამედ ჩანაცვლება. არსებებობს ერთი ადამიანი, რომელიც ასეთ მსგავს აბსურდებს ავრცელებს, ეტყობა მასთან ერთად გაერთიანდა," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერის განცხადებით, ავტომობილების შესაძენად გამოყოფილი თანხა ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
ქუთაისის მერიის ქუთაისის მერიის მიმდინარე წლის შესყიდვების გეგმის მიხედვით, ქუთაისის მერია 175 000 ლარის ღირებულების ავტომობილების შეძენას გეგმავს. შესყიდვების გეგმაში აღნიშნული ჩანაწერი მიმდინარე წლის 13 თებერვალს არის გაკეთებული.
თეკლე მორგოშია
Print