ახალი ამბები
ნიკა მელია – ამომრჩეველთა ნაწილს ჯერ კიდევ ეშინია ჩვენი
FaceBook
შეხვედრა პარტიის საარჩევნო სიის ათეულის წარმომადგენლებთან გაიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ათეულის 4 წარმომადგენელი – ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე და ირაკლი აბესაძე ქუთაისში მხარდამჭერებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიის  ლიდერებმა ყოფილი ხელისუფლების დროს დაშვებულ შეცდომებსა და პარტიაში ძირეულ გარდაქმნებზე ისაუბრეს. 

"ამომრჩეველთა ნაწილს ჯერ კიდევ ეშინია ჩვენი და ფიქრობს, მხარი რომ დავუჭირო, იქნებ იგივე პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც ადრე იყო. თუმცა,  ჩვენი მთავარი მიღწევა არის ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა არა ფორმალური ცვლილება, არამედ გადაწყვეტილების მიღების დროს მიდგომები",-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

განცობითი სახის შეხვედრა ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  შედგა.  

Print