ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ჰაკათონი ATSUHACK მიმდინარეობს
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი ATSUHACK გაიხსნა.


მისი მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა და მათი შესაძლებლოების გამოვლენის ხელშეწყობაა.

პროექტში დაახლოებით 100 ადამიანია ჩართული, როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფებად.

უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია "ფაბლაბში" განმარტავენ, დავალების შესრულების დროს მონაწილეები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სივრცეში განთავსდებიან. 48 საათის მანძილზე მათ ადგილის დატოვების უფლება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, არ ექნებათ.

პროექტს სამი გამარჯვებული გუნდი ეყოლება, რომელსაც ჟიური გამოავლენს. საპრიზო ფონდი 8 000 ლარს შედაგენს, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება:
I ადგილი - 4000 ლარი,
II – 2500 ლარი,
III ადგილი - 1500 ლარი.

პროექტი მიმდინარე წლის 19 ივნისს, შემაჯამებელი პრეზენტაციით დასრულდება.

რეზი ბურჯანაძე

 

Print