ახალი ამბები
ხოსე კარერასის მოთხოვნით, მოსაწვევები შშმ პირებსა და კულტურის მუშაკებზე გაიცემა
FaceBook
ქუთაისში, ხოსე კარერასის კონცერტთან დაკავშირებით სამზადისი დასასრულს უახლოვდება. სცენის მონტაჟი თითქმის დასრულებულია.


ცენტრალურ მოედანზე კონცერტზე მოწვეული სტუმრებისთვის 900 სკამი განთავსდა. ისინი მხოლოდ კულტურის სფეროსა წარმომადგენლებისა და შშმ პირებისთვის არის განკუთვნილი, რაც უშუალოდ შემსრულებლის მოთხოვნა იყო.

900 მოსაწვევიდან კონცერტის ორგანიზატორებმა 670 ქუთაისის მერიას გადასცეს. აქედან, თვითმმართველობამ 250 რაიონებში გაიგზავნა, დანარჩენი კი ქალაქის სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებს გადაეცა.

რაც შეეხება კონცერტზე დასწრების სხვა მსურველებს, მათთვის თავისუფალი სივრცე მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება გამოყოფილი.

მსოფლიო ტენორის, ხოსე კარერასის კონცერტი ქუთაისში 18 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიება მთავრობის ინიციატივით ტარდება და მას ორგანიზებას "კულტურის განვითარების ფონდი" უწევს.

ხოსე კარერასის კონცერტის გამო 18 ივნისის ჩათვლით, ცენტრალურ მოედანთან მისასველი გზები გადაკეტილი იქნება.

Print