ახალი ამბები
ქუთაისში გაზგასამართ სადგურზე ბალონებს ცეცხლი გაუჩნდა
FaceBook
ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე გაზის ბალონებს ცეცხლი გაუჩნდა.


შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

ხანძარი გაზგასამართ სადგურზე მიკროავტობუსს გაუჩნდა, რომლიც მძღოლმაც გაზის ორი ბალონი დასატუმბად მიიტანა.

"მოქალაქემ ორი ცალი გაზის ბალონი მიიტანა დასატუმბად,რომლებსაც დატუმბვის დროს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი მოედო მიკროავტობუსსაც და მძღოლმა კუდურების მსუბუქი დამწვრობა მიიღო," - განაცხადეს შსს საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურში.


მათივე განმარტებით, შემთხვევის ადგილზე სამი ერთეული სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, ხოლო დაშავებული პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.



Print