ახალი ამბები
სამტრედიის გამგეობაში ჭერი ჩამოინგრა
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის ერთ-ერთ ფლიგელში ჭერი ჩამოინგრა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 17 ივნისს, დილის საათებში მოხდა.

როგორც სამტრედიის გამგებელი, ვალერი ფოცხვერია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

მისივე ინფორმაციით, ჭერის ჩამონგრევა სიძველემ გამოიწვია, ხოლო ინცინდეტის შედეგად არავინ დაშავებულა.

"წლების მანძილზე ამორტიზებულია," - ამბობს ვალერი ფოცხვერია.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამორტიზებული ჭერის შეკეთებას მიმდინარე წელს აპირებს.

გამგებლის თქმით, ჩამონგრეული მონაკვეთის გარდა, რეაბილიტაცია შენობის სხვა ნაწილშიც განხორციელდება.


Print