ახალი ამბები
იმერეთი France 5 - ის დოკუმენტურ ფილმში
FaceBook
ფილმში იმერეთის რეგიონიდან ქუთაისი, გელათი, მოწამეთა და კაცხის სვეტი იქნება წარმოდგენილი.



საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელეკომპანია France 5 საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს.

შემოქმედებითი ჯგუფი გადაღებებს მიმდინარე წლის 25 მაისიდან 5 ივნისამდე აწარმოებდა.

დოკუმენტურ ფილმში იმერეთის რეგიონიდან ქუთაისი, გელათი, მოწამეთა და კაცხის სვეტი იქნება წარმოდგენილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ გადაღებები საქართველოს ტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ პოტენციალს, დაცულ ტერიტორიებს, ეროვნულ პარკებს, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას მოიცავდა.

"მეხუთე არხის დოკუმენტური სერიების - "ღია ცის ქვეშ" ფარგლებში მომზადდება 52 წუთიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს ტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ პოტენციალს მიეძღვნება," - ამბობს ჩოგოვაძე.

საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

შემოქმედებითი ჯგუფი გადაღებებისთვის, ასევე სამცხე-ჯავახეთს, აჭარას, სამეგრელოს, სვანეთს, შიდა ქართლსა და კახეთს ეწვია.

Print