ახალი ამბები
ქუთაისში ოტია იოსელიანის ბიუსტი გაიხსნა
FaceBook
ბიუსტთან ერთად, მისივე სახელობის ხეივანიც გაიხსნა

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი და მისივე სახელობის ხეივანი გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს მწერლის ოჯახის წევრები, მეგობრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიუსტისა და ხეივანის გახსნა მწერლის იუბილეს დაემთხვა. ოტია იოსელიანს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.

ბიუსტის ავტორი ქუთაისელი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა.

ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

Print