ახალი ამბები
"ქუთაისის მერია 11 ახალ ავტომანქანას შეიძენს, ჩვენ მათ სიცრუეში ვამხელთ"
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომაგენლები ქუთაისის მერიის შესყიდვების გეგმას, რომლის მიხედვით 11 ახალი ავტომანქანის შეძენაა დაგეგმილი, აკრიტიკებენ.
საკრებულოს უმცირესობის წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, დავით გოგისვანიძე ქუთაისის მერს, ავტობომილების შეძენისთვის გამოყოფილი თანხის სოციალურ საკითხებში დახარჯვისაკენ მოუწოდებს.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 175 000 ლარის დახარჯვას გეგმას მერიის ავტოპარაკის გასაახლებლად.
" შეუძლებელია ისეთი მძიმე სოციალური ვითარების ფონზე ახალი ავტომობილების შეძენა. ისედაც გაღიზიანებული ხალხი გაგიჟდება. მოვუწოდებთ, ხვალ დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი განიხილონ. აუცილებელი არ არის ჩვენი ოპონენტები კომფორტული ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ", - განაცხადა ბრიფინგზე დავით გოგისვანიძემ. მისივე თქმით,  არამარტო 175 ათასი ლარი არის მიმართიული. ასევე, ყველა ის ავტომობილი, რომელიც არის თვუითმმართველობის ბალანსზე უნდა გადეცეს რომელიღაც იქს ფირმას და ამის სანაცლოდ უნდა შეისყიდონ 11 ახალი ავტომანქანა.
აღნიშნულის გარდა "ნაციონალების" განმარტებით, ისინი მერიის წარმომადგენლემა მოატყუეს და უთხრეს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოყოფილი თანხა ამოღებული იყო შესყიდვების გეგმიდან.
"მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ მათ სიცრუეშიც ვამხელთ", - აღნიშნავენ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, ქუთაისის მერიის ბალანსზე ამდროისთვის სულ 92 ერთეული ავტომობილი ირიცხება. აქედან, 42 ხელშეკრულებით არის აყვანილი.
თეკლე მორგოშია
Print