ახალი ამბები
საქართველოში სურსათის კვლევა არასრულფასოვნად მიმდინარეობს - ევროპის ფონდი
FaceBook

2006–2015 წლებში სურსათით მათ შორის, სასმელი წყლით, ადამინების დაავადებების შემთხვევემა 40 %–ით მოიმატა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს სურსათის უვნებლობის საკითხებში გაწეული საქმიანობა "ევროპის ფონდმა" ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეაჯამა.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში, ამ კუთხით, ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგები იყო წარმოდგენილი.

"ევროპის ფონდის" წარმომადგენლები განმარტავენ, რომ გასულ წელს სურსათზე კონტროლის მასშტაბი გაიზარდა დაა ამ მიზნით გამოკითხვა საქართველოს 6 ქალაქში ჩატარდა.

"გამოიკვეთა ის საკითხები, რომელთა მოგავრებაც რამდენიმეწლიან სამუშაოს მოიცავს. საქართველოში სურსათის კვლევა არასრულფასოვნად მიმდინარეობს. არ გვაქვს იმ ბიზნესოპერატორების სრული რაოდენობა, რომლებიც პირუტყვის რეალიზებას ახდენენ, რომ მოხდეს მათი საქმიანობის შეფასება," – განაცხადა ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კობალაძემ.

"ევროპის ფონდის" მიერ შედგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2006–2015 წლებში სურსათით მათ შორის, სასმელი წყლით, ადამინების დაავადებების შემთხვევემა 40 %–ით მოიმატა.

"აღრიცხული შემთხვევების უდიდესი ნაწილი, სავარაუდოდ, ინფექციური წარმოშობის დიარეებსა და საკვების მიერ მოშხამვებს უკავშირდება. ამ ინფორმაციის გადამოწმება და დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება," - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.

ღონისძიება "ევროპის ფონდის" ორგანიზებით , ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.

 

Print