ახალი ამბები
"ათი მზიანი დღე ნიკეას რეაბილიტაციისთვის"
FaceBook
ნიკეას ქუჩაზე გზის საფარის მოასფალტება ამ წუთებში მიმდინარეობს.

სამუშაოები ქუთაისის მერმა დაათვალიერა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ პროექტის ხანგრძლივობა წელიწადნახევრით განისაზღვრა, თუმცა შესაძლოა სამუშაოები უფრო ადრე განახორციელონ.

"ერთი მხარე რომ მოწესრიგდეს, ამისთვის დაახლოებით, 10 მზიანი დღეა საჭირო, შემდეგ ასფალტის საფარი დაიგება მეორე მხარეს. საკმაოდ მაღალ ტემპში სრულდება სამუშაოები. შემსრულებელი კომპანია გვეუბნება, რომ ნიკეას ქუჩა უფრო ადრე, წელს შემოდგომაზე დასრულდება,"- განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გზის საფარის დაგება დღეს დაიწყო.

რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები და გარე განათების სისტემები მოეწყობა.

პროექტის სატენდერო ღირებულება 7 549 000 ლარს შეადგენს.

გზის მოასფალტებას შპს "საქმილსადენმშენი" ახორციელებს.

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციას "მუნიციპალური განვითარების ფონდი" აფინანსებს, რისთვისაც სულ 7 200 000 ლარი იხარჯება.


Print