ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალური მოედანი 16 დან 18 ივნისის ჩათვლით დაიკეტება
FaceBook
შეზღუდვა ხოსე კარერარის კონცერტს უკავშირდება

ქუთაისში ხოსე კარერარის კონცერტთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადააადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფრომაციით,  დღეს მოედნის  ერთი მხარე დაიკეტება.  17 და 18 ივნისს კი  სრულად.

"ვინაიდან მიმდინარეობს სცენის მონტაჟი და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები, 16 ივნისს ქალაქის ცენტრალური მოედნის ერთი მხარე ნაწილობრივ დაიკეტება. 17 დან 18 ივნისის ჩათვლით კი სრულად",- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისში, მსოფლიო ტენორის ხოსე კარერასის კონცერტი 18 ივნისს 19:00 საათზეა დაგეგმილი.

ადგილზე სცენის მონტაჟი მესამე დღეა მიმდინარეობს.

Print