ახალი ამბები
ქუთაისში მეორადი ბაზრობის თანამშრომლები გაიფიცნენ
FaceBook
ბაზრის თანამშრომლები ადმინისტრაციისგან კონდენციონერის დამონტაჟებას ითხოვენ.


ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მეორადი ბაზრობის თანამშრომლებმა სავაჭრო დახლები პროტესტის ნიშნად მიატოვეს და ბაზარში შესასვლელი თვითნებურად დაკეტეს.

როგორც ისინი აცხადებენ, შენობაში გაუსაძლისი სიცხეა, რის გამოც მუშაობას ვერ ახერხებენ.

"რამდენიმე ქალი შეწუხდა სიცხისგან. შეუძლებელია აქ მუშაობა. ვითხოვთ, ბაზრის ადმინისტრაციამ კონდენციონერი დაგვიმონტაჟოს", - აცახდებს მეორადი ბაზრობის ერთ-ერთი თანამშრომელი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ბაზრობის ადმინისტრაციაში თავდაპირველად განაცხადეს, რომ ტექნიკის დამონტჟებისთვის საჭირო ხელოსანი ვერ იპოვეს, მოგვიანებთ კი განმარტეს, რომ კონდენციონერი უკვე შეძენილი აქვთ და პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.

"ნაყიდი გვაქვს და ველოდებით კონტეინერს. გზაშია უკვე. 10 დღეში გავაკეთებთ", - ამბობს ბაზრის დირექტორი, იოსებ მურუსიძე.

მეორადი ბაზრობის თანამშრომელთა თქმით, თუკი პრობლემა არ მოგვარდება, მუშაობას არ გააგრძელებენ.

რეზი ბურჯანაძე



Print