ახალი ამბები
შაორის ტბიდან მაშველებმა ორი ახალგაზრდის ცხედარი ამოიყვანეს
FaceBook
საქმე თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.

შაორის ტბაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.

უბედური შემთხვევა მიმდინარე წლის 15 ივნისს, დილის საათებში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილები 18 და 19 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებიც სავარაუდოდ, შაორზე თევზაობდნენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილობრივმა მაშველებმა ტბიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს.

თავად შს სამინისტროს პრესსამსახურში კი "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით გულისხმობს.


Print