ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
FaceBook
სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას ორი დღის მანძილზე პროგნოზირებენ

მიმდინარე წლის 16 ივნისს საქართველოში წვიმა, ზოგან ძლიერი სეტყვაა მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +21, +26° - მდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში +25, +30° იქნება.

"ტემპერატურა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში დაბლობში და მთიან რეგიონში დაიკლებს. ნალექების ინტენსივობა თანდათან შემცირდება, მაგრამ სრული გამოდარება რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის," - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში.

სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 18 ივნისიდან ვარაუდობენ.
Print