ახალი ამბები
რეაბილიტაცია დადიანის ქუჩაზე – სამუშაოები ორ თვეში დასრულდება
FaceBook
"დადიანის ქუჩის კერძო სექტორი სრულად იქნება მოწესრიგებული".

ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაობი ორ თვეში დასრულდება.

ამ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

"დადიანის ქუჩის კერძო სექტორი სრულად იქნება მოწესრიგებული და დაიგება 10 სმ-იანი ჩამკეტწახნაგიანი ბეტონის ფილები," – ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ დაათვალიერა.

ორი დღის წინ, სარეკონსტრუქციო სამუშაობის გამო დადიანის ქუჩა გზის გარეშე დარჩა, რის შედეგადაც მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

დადიანის ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 701 307 ლარი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "არადანი" ასრულებს.


Print