ახალი ამბები
საჩხერეში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა კეთდება
FaceBook
სტიქიამ სოფლის გზა ჩახერგა და 30 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.

საჩხერის მუნიციპალიტეტში წვიმის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სოფლის რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა იწმინდება.

როგორც იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, გზის 1 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია ორ დღეში დასრულდება და სოფელში მოძრაობა სრულად აღდგება.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

საჩხერის მუნიციპალიტეტ სოფელ სპეთში მდინარე კინთუას ადიდების შედეგად, სამი დღის წინ ადიდებულმა მდინარემ ქვა–ღორღი სოფლის სავალ ნაწილზე ჩამოიტანა და 30 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.

სტიქიის გამო დაიტბორა სახნავ–სათესი მიწები და საცხოვრებელი სახლები.

დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დღეს იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.


Print