ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინიტრო სალონების მონიტორინგს ერთ კვირაში დაიწყებს
FaceBook
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ტატუსა და სილამაზის სალონების მონიტორინგს იწყებს.
სალონების შემოწმება-დათვალიერება ქუთაისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში ერთ კვირაში დაიწყება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სილამაზისა და ტატუს სალონების დათვალიერება მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება და სალონებში არსებულ სანიტარულ მდგომარეობას შეისწავლიან.
"პირველ ეტაპზე, გაცნობითი ხასიათის ღონისძიებებს გავატარებთ და არ ვწერთ არანაირ ჯარიმას,"-განმარტავენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ტატუსა და სილამაზის სალონების შემოწმებას ჩ ჰეპატიტის პრევენციის მიზნით ახორციელებს.
ვიდრე ჯანდაცვის სამინისტრო სალონების ზუსტ აღრიცხვასა და კონტროლს განახორციელებს, ქუთაისში არსებული ტატუს სალონები "ქუთაისიპოსტმა" გადაამოწმა. რა ხდება ქუთაისში ტატულს სალონებში? – ნახეთ ვიდეორეპორტაჟი
ანა ჯანაშია
Print