ახალი ამბები
ავარია ქუთაისში - მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ე.წ ბალახვნის ხიდთან, მოტოციკლისა და ნისანის მარკის ავტომობილს შორის შეჯახება მოხდა.

შემთხვევის შედეგად, ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაშავდა.

თვითმხილველების განმარტებით, ისინი დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ.

ამ დროისთვის დაშავებული მძღოლები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვების ადგილზე მობილიზებულია საპარტულო პოლიცია.

აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რამდენიმე თვის წინ ავარია მსხვერპლით დასრულდა.

გადაჭარბებული სიჩქარით ხიდზე მოძრავმა ავტომანქანამ (BMW x5) დედისა და მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Print