ახალი ამბები
ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტისთვის ემზადებიან
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სცენის მონტაჟი უკვე მიმდინარეობს

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის წინ, სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. 18 ივნისს, 19:00 საათზე  პროექტ ""Сheck in Georgia" -ს ფარგლებში, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მსოფლიო ტენორი ხოსე კარერასი იმღერებს.

მომღერალი საოპერო არიებს  ვახტანგ კახიძის სომფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს.

"Сheck in Georgia"  ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს მოიცავს.

პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მის ჩატარებას კულტურის განვითარების ფონდი უწევს ორგანიზებას.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია

Print