ახალი ამბები
ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებს გაზის მიწოდება ორი დღით შეეზღუდება
FaceBook
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებლებს მოუწოდებს გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.
მიმდინარე წლის 14 ივნისის 09:00 საათიდან 16 ივნისის 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებს შეუწყდებათ.

მოსახლეობას გაზით უზრუნველყოფა სარემონტო სამუშაოების გამო შეეზღუდება.

აბონენტებს ბუნებრივი აირი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებლებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის და და აბონენტებს მოუწოდებს, რომ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები. ასევე, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.



Print