ახალი ამბები
14 ივნისი სისხლის დონორთა საერთშორისო დღეა
FaceBook
14 ივნისს სისხლის დონორთა საერთშორისო დღის აღნიშვნა 2005 წელს ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 58–ე სესიაზე დააწესეს.

ამ დღის აღნიშვნის ინიციატორები საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის, დონორთა და სისხლის გადასხმის საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ.

დონორთა საერთაშორისო დღის თარიღად ასამბლეაზე ავსტრიელი ექიმისა და იმუნოლოგის, კარლ ლანდშტეინერის დაბადების დღე აირჩიეს, რომელმაც 1930 წელს ადამიანის სისხლის ჯგუფების აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღო.

2016 წელს დონორთა საერთაშორისო დღის მასშტაბურ ღონისძიებებს ამსტერდამი უმასპინძლებს.

სისხლის გასაღებად აუცილებელ პირობებსა და იმ კრიტერიუმებზე, რომელთაც დონორი უნდა აკმაყოფილებლდეს "ქუთაისისპოსტი" ვრცლად, დღეს 13 სთ–ზე შემოგთავაზებთ.
Print