ახალი ამბები
ქუთაისში გასხვისებული ქონების კანონიერების შემსწავლელ ჯგუფს მუშაობა არ დაუწყია
FaceBook
რამდენი ადამიანი იმუშავებს წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ქონების კანონიერბაზე უცნობია.

ქუთაისის საკრებულოში არსებული დროებით სამუშაო ჯგუფს, რომელმაც 2006-2015 წლებში ქუთაისში გასხვისებული ქონების კანონიერება უნდა შეისწავლოს, მუშაობა არ დაუწყია.

ამ დროისთვის ჯგუფის დაკომპლექტება მიმდინარეობს, რაზეც მისი ხელმძღვანელი, გია ქობალიანი განმარტავს. ის, ასევე, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეცაა.

მისივე ინფორმაციით, დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრები საკრებულოში არსებული ფრაქციების წარმომადგენლები იქნებიან. თუმცა, რამდენი ადამიანი იმუშავებს წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ქონების კანონიერბაზე უცნობია.

დროებითი სამუშაო ჯგუფი წინა თვეში შეიქმნა. მის ხელმძღვანელად გია ქობალიანი 2016 წლის 25 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე აირჩიეს.

დროებითი ჯგუფის შექმნის შესახებ კი, დაახლოებით ორი თვის წინ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.



ამავე თემაზე:

ქუთაისში "ნაციონალების" დროს გასხვისებული მიწების კანონიერებას სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
"მკვდრადშობილი კომისია" ქუთაისის საკრებულოში
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობას ითხოვს
Print