ახალი ამბები
პოლიციელთან დაპირისპირების გამო დაკავებული მამაკაცი 100 ლარით დააჯარიმეს
FaceBook
სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთი წინ დასრულდა


ქუთაისში, სამართალდამცავსა დ ახალგაზრდა მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული მამაკაცის საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე ციცინო კიკვიძის გადაწყვეტილებით, ის 100 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

გრიშაშვილის ქუჩაზე, პოლიციის მეხუთე განყოფილებასთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი 25 წლამდე ასაკის არის. როგორც სასამართლო უწყებაში განმარტავენ, დაკავებულს პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებაზე სასამართლო პროცესზე არაფერი უთქვამს.

"როგორც ვიცით შემთხვევა იმის გამო მოხდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა გრიშაშვილის ქუჩაზე არასწორად დააპარკინგა. პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც სამოქალაქო ფორმაში იყო, სთხოვა მანაქანა გადაეყენებინა, ამის გამო მოხდა შელაპარაკება. მოქალაქეს ცემის ფაქტსზე არაფერი უთქვამს.  საქმე გავნიხილეთ წვრილმანი ხულიგნობით მუხლით. იმის გამო, რომ პოლიციელი სამოქალაქო ფორმაში იყო,  მამაკაცი მხოლოდ 100 ლარით დაჯარიმდა. სხვა შემთხვევაში მას მეტი ოდენობის ჯარიმა დაეკისრებოდა", - განუმარტეს ქუთაისიპოსტს საქალაქო სასამართლოში.

ახალგაზრდა მამაკაცის მეგობრების თქმით, ადგილი ქონდა ცემის მცდელობას. 
"იმ დრო როდესაც მანქანას აყენებდა, მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩასმული მამაკაცი, მუქარით ცდილობდა გადაეყენებინა მანქანა, შემდეგ დაურეკა პოლიციელებს და შეიყვანეს განყოფილებაში. იყო ცემის მცდელობა, მაგრამ შემდეგ იქ მყოფი ხალხი ჩაერია და გაჩერდნენ" -  ამბობენ მეგობრები ქუთაისიპოსტთან საუბარში. 

გრიშაშვილის ქუჩაზე, პოლიციის მეხუთე განყოფილებასთან მომხარ შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს. „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში ისინი ყვებიან, რომ პოლიციამ მამაკაცი ცემა.

მომხდარი ინციდენტის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა, რომლებიც კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. თუმცა, როგორ მამაკაცის მეგობრები ამბობენ, მათ არ მიუმართავთ სახალხო დამცველისთვის და არც საქმის გაგრძელებას აპირებენ.
Print