ახალი ამბები
მამაკაცი, რომელიც თვითმხილველთა თქმით პოლიციამ ცემა, დაკავებულია
FaceBook
ქუთაისში, სამართალდამცავსა დ ახალგაზრდა მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი მამაკაცი დაკავებულია.


მისი პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

გრიშაშვილის ქუჩაზე, პოლიციის მეხუთე განყოფილებასთან მომხარ შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს. „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში ისინი ყვებიან, რომ პოლიციამ მამაკაცი ცემა.

"ვიდექით მეგობრები, ვსაუბრობდით, ამ დროს მოგვესმა ხმა. გავიხედეთ ხმაურზე და დავინახეთ ახალგაზრდა ბიჭი, აუდის მარკის ავტომანქანით ელაპარაკებოდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს, რომელიც ეუბნებოდა გადმოსულიყო მანქანიდან. მანადე არ მოეშვა, ვიდრე არ გადმოიყვანა. მერე მოვიდნენ პოლიციელები და ეს ბიჭი ისე წაიყვანეს, თითქოს რეციდივისტი ყოფილიყო.დაგვაინტერესა რა ხდებოდა და გავყევით უკან, მაგრამ განყოფილებასთან კარი დაგიკეტეს. დარტყმის ხმა გავიგონე. ჩემმა მეგობარმა კი დაინახა როგორ სცემდნენ მამაკაცს“ - ჰყვება თვითმხილველი თ. ო.

მეხუთე განყოფილებასთან ფიზიკური დაპირისპირების თაობაზე ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ მხოლოდ იმას, რომ მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, რის გამოც ის წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

მომხდარი ინციდენტის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა, რომლებიც კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.



Print