ახალი ამბები
მონაცემთა გადამოწმებისთვის ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა
FaceBook

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა, სადაც თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია.


ამომრჩეველს ინფორმაციის ნახვა სპეციალურ საიტზე - voters.cec.gov.ge შეუძლია.

მიმდინარე წლის 7 ივნისის მდგომარეობით 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 3 634 საარჩევნო უბანი შეიქმნა, დადგინდა მათი ნომრები და საზღვრები.

ამომრჩეველი ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისას, ასევე იმ ინფორმაციას ნახავს თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული.

"უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა," – აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ცესკო ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ ინფორმაციას 2016 წლის 15 ივლისს განაახლებს.

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.



 

Print