ახალი ამბები
ქუთაისში სპექტაკლის „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“ პრემიერა 2 აპრილს გაიმართება
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. პრემირებულ სპექტაკლს "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია" წარმოადგენს.
პრემიერა 2,4,5 აპრილს გაიმართება მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე.
სპექტაკლი ცნობილი ამერიკელი რეჟისორის ბილი უაილდერის ფილმის "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია" (შომე Lიკე Iტ Hოტ) თეატრალური ვერსია გახლავთ.
სპექტაკლის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა. მთავარ როლებს მესხიშვილის თეატრის მსახიობები დავით როინიშვილი (ჯოზეფინა), ზვიად სვანაძე ( ჯერალდინა) და ინგა კაკიაშვილი (ფისო) შეასრულებენ.
აღნიშნული პროქტი კულტურის სამინისტრომ 33 062 ლარით დააფინანსა.
ეკა კუხალაშვილი
Print