ახალი ამბები
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ერთმანეთს BMW- სა და ოპელის მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაზიანებულ ავტომობილებს ევაკუატორის დახმარებით საჯარიმო სადგომზე გადაიყვანენ.

თვითმხილველთა თქმით, ავტომობილები მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.


Print