ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად შენობები უნდა გამოყოს
FaceBook
ადგილობრივ თვითმმართველობას ეს ვალდებულებულება "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით აქვს განსაზღვრული.


ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მომავალი კვირიდან იმ ობიექტების ნუსხა უნდა წარმოადგინოს, სადაც პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას შეძლებენ.

ადგილობრივ თვითმმართველობას ეს ვალდებულებულება "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით აქვს განსაზღვრული. აგიტაციისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა კი საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა უნდა გადასცენ.

"საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს, მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში", - ნათქვამია "საარჩევნო კოდექსში".

გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსი თვითმმართველობას გარკვეულ ვალდებულებას და შესაზღუდვას უწესებს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ სამართლებრივი აქტი მიმდინარე წლის 8 ივნისს გამოაქვეყნა.

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

Print