ახალი ამბები
დამატებით გამოსაშვებ გამოცდებზე სავარაუდოდ 100 - ზე მეტი მოსწავლე დაიშვება
FaceBook

დამატებით გამოცდებზე ის პირები გავლენ, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ გამოცხადდნენ.


დამატებითი გამოსაშვები გამოცდები 16-17 ივნისს ჩატარდება.

გამოცდებზე ის პირები გავლენ, რომლებიც 2016 წლის ეროვნულ გამოცდებზე ობიექტური მიზეზების გამო ვერ გამოცხადდნენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე, "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აღნიშნავს, რომ დამატებით გამოცდებზე 100 - ზე მეტი მოსწავლე დაიშვება.

"ობიექტურ მიზეზებად ითვლება სხვადასხვა გარემოება, მაგალითად შეიძლება მოსწავლე ვერ გამოცხადებულიყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჯამში რამდენი ასეთი აბიტურიენტია ჯერ ზუსტად არ ვიცით. თუმცა სავარაუდო მონაცემებით, გამოცდებზე 100-ზე მეტი მოსწავლე დაიშვება," - აცხადებს ივა მინდაძე.

მისივე თქმით, ზუსტი მონაცემი ცნობილი ორშაბათს გახდება.

დამატებით გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ გამოცემულ ბრძანებაშია მითითებული.

2016 წლის ეროვნულ გამოცდებს ჯამში 3000-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა.

გამოსაშვებ გამოცდებზე სულ 47 ათასამდე მოსწავლე იყო დარეგისტრირებული.

 

Print