ახალი ამბები
სტუდენტური ქველმოქმედება ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერისტეტის სტუდენტთა ჯგუფმა მრავალშვილიან მარტოხელა მამას, დავით გვეტაძეს დახმარება გაუწია. სტუდენტებმა დავით გვეტაძე მათ მიერ შეგროვილი თანხით შეძენილი სასურსათო ნობათით დაასაჩუქრეს. მსგავს აქციებს სტუდენტები ქუთაისში ხშირად აწყობენ. როგორც ისინი განმარტავენ ქველმოქმედებაში სხვადასხვა ორგანიზაციები და მოქალაქეებიც ეხმარებიან. ამჯერად, მათ დახმარება ქართულ-გერმანულმა ცენტრმა გაუწიათ. ასევე, სტუდენტების აქციას ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრიც შეუერთდა, სადაც მრავალშვილიან გვეტაძეების ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
"ჩვენ ვაკეთებთ ძალიან მცირეს, მაგრამ მთელი გულით," - ამბობს ჯგუფის ერ-ერთი წევრი, ანა რაზმაძე.
სტუდენტები მოუწოდებენ საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს მათ მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციებს შეუერთდნენ.
დეა მანაგაძე
Print