ახალი ამბები
ქუთაისში ქუჩა დაიტბორა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი დაზიანებული მილის გამო დაიტბორა.

ადგილობროვების თქმით, წყლის მილი რომელიც მწყობრიდანაა გამოსული უკვე მეორედ შეაკეთეს.

"დატბორილი ქუჩა გადაადგილებას ძალიან ართულებს," - აცხადებენ რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლები, რომლებიც დახმარების მიზნით

"ქუთაისიპოსტს" თავად დაუკავშირდნენ.

მოსახლეობა მწყობრიდან გამოსული წყლის მილის დროულ შეკეთებას ითხოვს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის წარმომადგენლებმა წყლის დაზიანებული ქსელი ადგილზე მოინახულეს და

განმარტეს, რომ მილის რეაბილიტაციას ხვალიდან დაიწყებენ.





Print