ახალი ამბები
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნები ჩატარდა
FaceBook
საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნები ჩატარდა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, არჩევნები ქალაქის 38–ვე საჯარო სკოლაში შედგა.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს შედეგების შეჯამება," – განაცხადა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ბადრი ვაშაკიძემ.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, მის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. საბჭოს წევრები არიან სკოლის მასწავლებლები, მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმციით, მიმდინარე წლის 10 ივნისს, ქვეყნის მასშტაბით, სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნები 2000-ზე მეტ საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების 153 წარმომადგენელს არჩევნების პროცესზე ტრენინგები ჩაუტარა.
Print