ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში მიხეილ ალავიძე გაიხსენეს
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ მიხეილ ალავიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.


"ის იყო ცნობილი ენათმეცნიერი და ფოლკლორისტი, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. ახლა ჯერი სტუდენტებზეა, რომ არასდროს დაივიწყოს საზოგადოებამ ასეთი ქართველის სახელი და გვარი," – განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსუდან საღინაძემ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 14 თემა, რომლებიც სტუდენტებმა პროფესორის ცხოვრების, ღვაწლის და სამეცნიერო ნაშრომების შესახებ მომზადეს.

ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეული იყო მიხეილ ალავიძის შთამომავალი.

"აღმოჩნდა,რომ ბაბუა მარტო ოჯახისთვის არ არის მონატრება და ტკივილი. მიხარია, რომ მას უნივერსიტეტშიც არ ივიწყებენ," – განაცხადა მიხეილ ალავიძის შვილიშვილმა, ეკატერინე იოსელიანმა.

მიხეილ ალავიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1938 წლიდან მუშაობდა. იგი ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული გრამატიკის, სტილისტიკისა და დიალექტოლოგიის კურსებს კითხულობდა.

ის ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის მეგობარი და მისი ბიოგრაფიის შესახებ წიგნის ავტორი გახლდათ.

მიხეილ ალავიძე 1996 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა და ქუთაისში მწვანეყვავილას პანთეონია დაკრძალული.


 

Print