ახალი ამბები
"ტორპედოს" მოედანს რამაზ შენგელიას სახელი ოფიციალურად მიენიჭა
FaceBook
კლუბის  70 წლის იუბილე ღონისძიებებით აღინიშნა

"ტორპედოს" საფეხბურთო მოედანს ფეხბურთელ რამაზ შენგელიას სახელი ოფიციალურად მიენიჭა.

სახელდების ცერემონიალი კლუბის საიუბილეო თარიღღან დაკავშირებით გაიმართა.

9 ივნისს, საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" დაარსებიდან 70 წელი, ხოლო "დინამოს" მიერ ევროპის თასის მოპოვებიდან 35 წელი გავიდა.

ქალაქში იუბილესადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

ქუთაისის მერიაში "ტორპედოსა" და "დინამოს" ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლეს და იუბილე მიულოცეს. მოგვიანებით კი ქუთაისის სპორტის მუზეუმში ორივე კლუბის ვეტერანი ფეხბურთელების სპორტული ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

საიუბილეო ღონისძიებებს რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე "ტორპედოსა" და დინამოს" ვეტერან ფეხბურთელთა ამხანაგური მატჩი დაასრულებს.

Print