ახალი ამბები
"ტორპედო" გუნდების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის ბედს წყვეტდა"
FaceBook
"ტორპედო" დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლეს.

საზეიმო შეხვედრა "ტორპედოს" დაარსებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.  ვეტერან სპორტსმენებს ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ინიციატივით, მუზეუმში ფოტოგამოფენა მოუწყვეს. სპეციალურ სტენდზე ცნობილი ფეხბურთელების სპორტული ცხოვრების ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი.

"ქუთაისის "ტორპედო" ის გუნდი იყო, რომელიც ხშირად მსოფლიო ჩემპიონატზე მოწინააღმდეგის გასვლის ბედს წყვეტდა. ასე მოხდა 1964 წელს, როცა კიევის "დინამო" სწორედ ჩვენ გუნდთან მარცხის შემდეგ დარჩა მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა",- განაცხადა ქუთაისის სპორტის მუზეუმის დირექტორმა ვახტანგ ჯავახაძემ.

შეხვედრაზე ვეტერანმა ფეხბურთელებმა თავიანთი სპორტული მიღწევები და გამარჯვებით გამოწვეული ემოციები გაიხსენეს.

9 ივნისს "ტორპედოს" დაარსებიდან 70 წელი გავიდა.


Print