ახალი ამბები
სპეცოპერაციის დროს დაჭრილი მამაკაცის სახლიდან საბრძოლო იარაღები ამოიღეს
FaceBook
პოლიციამ  გულმკერდის არეში დაჭრილი 62 წლის მამაკაცის თ. გ - ს  სახლიდან სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ამოიღო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამრომლებმა, წყალტუბოში მომხდარი სისხლიანი სპეცოპერაციის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღები ამოიღეს.

როგორც შსს- ში აცხადებენ ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან 2 პისტოლეტი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს.

ჩხრეკის დროს პოლიციამ ასევე გულმკერდის არეში დაჭრილი 62 წლის მამაკაცის თ. გ - ს საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

წყალტუბოში ავარიის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გუშინ სისხლიანი სპეცოპერაციით გუშინ დასრულდა.

შემთხვევის შედეგად დაჭრილია 3 მამამკაცი, მათ შორის ერთი წყალტუბოს პოლიციის უფროსი.

ამ ეტაპზე ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს საქმეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 118-ე, 236-ე და 353-ე მუხლებით აწარმოებს.

Print