ახალი ამბები
დაჭრილია 3 მამაკაცი - სისხლიანი სპეცოპერაციის დეტალები წყალტუბოდან
FaceBook
წყალტუბოში ავარიის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება სისხლიანი სპეცოპერაციით დასრულდა. დაჭრილია 3 მამამკაცი, მათ შორის ერთი წყალტუბოს პოლიციის უფროსია.

პოლიციის მიერ სოფელ თერნალში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გულმკერდის არეში დაჭრილი 62 წლის მამაკაცი (თ.გ) ამ დროისთვის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ფეხის არეში მიღებლი ჭრილობის გამო, ასევე, საავადმყოფოში გადაიყვანეს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც თ.გ მიერ სპეცოპერაციამდე იქნა დაჭრილი.

რა მოხდა სპეცოპერაციამდე?

წყალტუბოს ცენტრში, შუადღით, ნასვამ დგომარეობაში მყოფი 62 წლის მამაკაცი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თ.გ ქუჩაში მდგარ ევაკუატორს დაეჯახა. მამაკაცმა ევაკუატორის მძღოლი მოძებნა, აუხსნა მომხდარის შესახებ.

მათ შორის ურთიერთშელაპარაკება ატომობილის გაკეთების გამო დაიწყო, რაზეც ვერ შეთანხმდნენ. სწორედ ამის შემდეგ, თ.გ-მ ევაკუატორის მძღილი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრა, თავად კი სახლში, სოფელ თერნალში დაბრუნდა.

მას შემდეგ რაც პოლიციამ შემთხვევის შესახებ შეიტყო, პოლიციის ქვედანაყოფები თერლაში, სავარაუდო დამნაშვის დასაკავებლად წავიდნენ, თუმცა, თ.გ სახლში არ აღმოჩნდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის მეზობლის ეზოში იმალებოდა. პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოხდა ორხმრივი სროლა, პოლიციის უფროსი ხელის არეში დაიჭრა, ხოლო 62 წლის მამაკაცი გულკერდის არეში.

თ. გ წარსულში ნასამართლევი გახლავთ, რომელსაც მეზობლები დადებითად ახასიათებენ.

„თბილი და კარგი ადამიანი იყო. დაახლოებით 10 წლის წინ აქვს სასჯელი მოხდილი და ამ ხნის მაძილზე არაფერი ცუდი არ შეგვიმჩნევია. იარაღს თუ ატარებდა არ ვიცოდით,“ - ამბობენ მეზობლები.

ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თ.გ-ს კუთვნილი ავტომობილი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.



Print