ახალი ამბები
წყალტუბოს პოლიციის უფროსი სპეცოპერაციის დროს დაჭრეს
FaceBook

წყალტუბოს პოლიიცის უფროსი რეზო ქობულია დაჭრილია.


"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ის სპეცოპერაციის ჩატარების დროს დაიჭრა.

მომხდარ ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ. უწყების პრესამსახურის ინფორმაციით, დღეს დილით წყალტუბიოში ადგილი ჰქონდა დაჭრის ფაქტს, სადაც ბრალდებულმა პირმა მიმალვა სცადა.

პოლიციამ გარკვია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა, ადგილსამყოფელი და მის ასაყვანად სპეცოპერაცია ჩაატარა.

"როდესაც სავარაუდო ბრალდებულს მიუახლოვდნენ, საპასუხო სროლის დროს დაიჭრა წყალტუბოს პოლიციის უფროსი, რეზო ქობულია და მისი თანმხლები პოლიციელი," – განმარტავენ შსს–ში.

დაჭრლი პოლიციის უფროსი და თანამშრომელი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფებიან.

 

Print