ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში ფურცლების მარაგი გაუთავდათ
FaceBook
ორი დღეა მოქალაქეები რიგის ნომრის აღებას ვერ ახერხებენ.


ორი დღეა ქუთაისის მერიის ახლადგახსნილ მოქალაქეთა მისაღებში, მოქალაქეები რიგის ნომრის აღებას ვერ ახერხებენ.

თვითმმართველობაში მიზეზად საჭირო ფურცლების მარაგის ამოწურვას ასახელებენ.

იგივე განუცხადეს ადგილზე მყოფ მოქალაქეებს. მათ, ასევე განუმარტეს, რომ პრობლემის გამოსწორება ტენდერის გამოცხადების შემდეგ მოხდება.

ადგილობრვ თვითმმართვლობაში ამბობენ, რომ ტენდერი არ გამოცხადდება და ფურცლებს დღის ბოლომდე შეიძენენ.

ვიდრე ქუთაისის მერია ფურცლების მარაგს შეავსებს, თანამშრომლები მოქალაქეებს შესაბამისი ნომრის გარეშე ემსახურებიან.

ერთი ფანჯრის პრინციპზე გათვლილი მოქალაქეთა ახალი მისაღები ქუთაისის მერიაში ერთი თვის წინ გაიხსნა.


Print