ახალი ამბები
ქუთაისელმა გიორგი კანთელაძემ მოსკოვში გამართულ რეგატაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
FaceBook
რუსეთში ჩატარებულ საერთაშორისო რეგატაზე ქუთაისელმა გიორგი კანთელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ის 23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდა.

20 წლის ნიჩბოსანი ქუთაისის კონსტანტინე ლიპარტელიანის სახელობის სანიჩბოსნო სკოლაში ვარჯიშობს.

ის ამავე დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიცაა.

"სასიხარულოა, რადგან აღნიშნული რეგატა მეტად პრესტიჟულია ამ სახეობისათვის. მართალია, ამ ჯერზე ბრინჯაოს დავჯერდით, მაგრამ მომავალი ოქროს საწინდარია," - ამბობს ქუთაისის ნიჩბოსნობის სპორტული სკოლის დირექტორი, ზვიად შანიძე.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში რიგით 55 საიუბილეო რეგატა მიმდინარე წლის 4 ივნისს გაიმართა.

მასში საქართველოსთან ერთად რუსეთის, ყაზახეთის, მოლდოვასა და ბელორუსიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
Print