ახალი ამბები
ავარია ქუთაისში – ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
FaceBook

ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე BMW მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.


დაზარალებული ამავე ქუჩაზე განთავსებული მაღაზიის თანამშრომელია, რომელიც ავარიის მომენტში ბორდიულზე განთავსებულ ურნაში ნაგავს ყრიდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა მანქანა ვერ დაიმორჩილა და ნაგვის ურნებს დაეჯახა.

ამ დროისთვის დაზარალებული მძიმე ტრამვებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.



 

Print