ახალი ამბები
ქუთაისში მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული პირი სარფის საბაჟოზე დააკავეს
FaceBook

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში მიმდინარე წლის 6 ივნისს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.


იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული დურმიშხან ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1966 წელს დაბადებულ მაიზერ ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, სარფის გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.

 

 

 

Print