ახალი ამბები
ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ფული გაიტაცეს
FaceBook

დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელიდან" თანხა გაიტაცეს.

თვითხმხილველების ინფორმაციით, დამნაშავეებმა 500 ლარამდე თანხა წაიღეს. 

მათივე თქმით, დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილიდან მიმლავა შეძლეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქუთაისში დაახლოებით ერთი საათის წინ დააყაჩაღეს.


ადგილზე საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო სამსახურები მუშაობენ.

ყაჩაღობის ფაქტზე შსს – ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია 179–ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

Print