ახალი ამბები
"ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა უნივერსიტეტში
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა გაიმართა.
ღონისძიება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის და სტუდენტთა ენათმეცნიერების წრის ორგანიზებით ჩატარდა

"უკვე მერვედ ვატარებთ ამ შეხვედრას. მონაწილოების მიღება და სასურველი სტროფის წაკითხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია," - განაცხადა ქართული ენის მიმართულების სპეციალისტმა, თამარ ნინიძემ.

უნივერსიტეტის ეზოში ნაწარმოებიდან სტროფები წაიკითხა, როგორც აკადემიური დაწესებულების პერსონალმა, ასევე, ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა.

"უკვე სამი წელია ვსწავლობ საქართველოში, ქართული კარგად არ ვიცი, მაგრამ დღეს მეც წავიკითხავ ერთ სტროფს," - განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნიე სიბეიმ.

წერეთლის უნივერსიტეტის ეზოში, ასევე გამოფენილი იყო ფიქრია ჭაბულიანის კალიგრაფიული ნაშრომები, სადაც წარმოდგენილი იყო აფორიზმები შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნიდან".

მიმდინარე წელს "ოქროს ჩარდახში" რუსთაველის პოემის საჯარო კითხვა ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწერებულებათა გაერთიანების და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ფოლკლორის კაბინეტის ორგანიზებითაც ჩატარდა.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის UNESCO გადაწყვეტილებით, 2016 წელი მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა.

 

 

Print