ახალი ამბები
წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
FaceBook
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივი აქტი გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

ამასთანავე ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს.

მოქმედებას იწყებს "საარჩევნო კოდექსით" დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებებს ხელი დღეს მოაწერა.

საქართველოში როგორც საპარლამენტო არჩევნები, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.



Print