ახალი ამბები
აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისიდან შეეძლებათ
FaceBook
2016 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა პირადი გვერდიდან შეეძლებათ.

სარეგისტრაციო ველში ბეჭდვის ნიშანი მიმდინარე წლის 20 ივნისიდან გამოჩნდება.

სწორედ, მისი საშუალებით აბიტურიენტები ბარათს ამობეჭდავენ.

ინიციატივა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის. მათი გადაწყვეტილებით, საგამოცდო ბარათები A4 ფორმატის იქნება. მისი ამობეჭდვა აბიტურიენტებს ნებისმიერი კომპიუტერიდან სასურველი რაოდენობით შეეძლებათ.

ცენტრის ინფორმაციით, ამით მოგვარდება მუდმივი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია საგამოცდო ბარათების დაზიანებასა და დაკარგვასთან.

ბარათებზე იქნება დატანილი ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების და ასევე, იმ მარშრუტების შესახებ, რომლებიც აპლიკანტების ცენტრამდე გადაადგილებას უზრუნველყოფენ.




Print