ახალი ამბები
ბაღდათის გამგებლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
FaceBook
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 15:00 საათზე გაიმართება.

ბაღდათის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის ადვოკატის, კახაბერ წერეთლის განმარტებით, სასამართლო პროცესზე, ორივე მხარე მტკიცებულებებს წარადგენს, თუ რამდენად კანონშესაბამისად მოხდა მათი მოპოვება.

ირაკლი გეგეშიძეს სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენაში ედავება.

ბაღდათის გამგებელი ანტიკორუციულმა საბჭომ მიმდინარე წლის 25 აპრილს დააკავა.




ამავე თემაზე:

ბაღდათი-საკრაულას გზა ციხისკენ (ვიდეო)

ბაღდათში ელექტრონული ტენდერების გამოცხადება პარალიზებულია
ბაღდათის გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა

ბაღდათის გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს

ბაღდათის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ საკუთარი თავი თანამდებობაზე აღიდგინა

Print