ახალი ამბები
ხანძარი ტყიბულში - დამწვარია საცხოვრებელი სახლი
FaceBook
ტყიბულის სოფელ საწირეში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში მცოვრებმა მარტოხელა, 52 წლის მამაკაცმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა მოახერხა და დაწვას გადაურჩა.

მან მხოლოდ მსუბუქი დამწვრობა მიიღო.
სოფელ საწირეში ხანძარი გამთენისაა გაჩნდა. ცეცხლმოკიდებული სახლი მეზობლებმა შენიშნეს და სამაშველო სამსახურს აცნობეს.
ცეცხლის ლოკალიზება ადგილზე მობილიზებულმა ტყიბულისა და ქუთაისის სამაშველო ბრიგადებმა მოახდინეს.
სახლი მთლიანად დაიწვა,ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით.გადარჩა მხოლოდ სარდაფის ორი ოთახი.

Print