ახალი ამბები
საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი" მერიამ 100 000 ლარით "წაახალისა"
FaceBook
ქუთაისის მერიამ  შპს საკალათბურთო კლუბ "ქუთაისს" დაფინანსება 100 000 ლარით გაუზარდა. თანხის დამატება, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ბიუჯეტში შესული ცვლილების დამტკიცების თანახმად  მოხდა.

"მიზნობრივი გამარჯვებიდან გამომდინარე, წახალისებისთვის დაემატა თანხა", - აღნიშნავს ქუთაისის მერის მოდგილე, კოტე ქავთარაძე.

"ქუთაისმა" ქვეყნის ჩემპიონის სტატუსი სუპერლიგის ფინალური, გადამწყვეტი მეხუთე შეხვედრის შედეგად მოიპოვა.

საკალათბურთო კლუბის "ქუთაისი 2010" 2016 წლის ბიუჯეტის მოცულობა ამ დრომდე 600 000 ლარს შეადგენდა.

Print